ბორჯომში თვითიზოლაციაში 22 პირი იმყოფება
ბორჯომში, დღეს, 18 მარტის, 11:00 საათის მონაცემებით, თვითიზოლაციაში
22 პირი იმყოფება. გუშინდელთან შედარებით მათი რაოდენობა 11-ით
გაიზარდა.
აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
სამცხე-ჯავახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.
რაც შეეხება დაინფიცირების შემთხვევას, ბორჯომის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გორის ჰოსპიტალში გადაყვანილი ორი
შემთხვევიდან, კორონავირუსი მათ არ დაუდასტურდათ.
დღეს, 11:00 საათის მონაცემებით, თვითიზოლაციაში 143 პირი იმყოფება
სამცხე-ჯავახეთში.
ბორჯომი - 22 პირი
ახალციხე - 54 პირი
ასპინძა - 25 პირი
ახალქალაქი - 23 პირი
ნინოწმინდა - 14 პირი
ადიგენი - 5 პირი