საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას
ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტიდან 31
ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათგან 3 პაციენტის
მდგომარეობა მძიმეა.
როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი პაციენტი 80 წელს გადაცილებულია და აქვს
თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით, რამაც
შეიძლება მდგომარეობის დამძიმება გამოიწვიოს.
კარანტინის რეჟიმშია 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 216 პირი.
ინფორმაციისთვის, 40 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.