ბორჯომში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
17 მარტის, 11:30 საათის მონაცემებით, ბორჯომში, 11 პირი იმყოფება
თვითიზოლაციაში. რაც შეეხება მონაცემებს რეგიონის მასშტაბით.
სამცხე-ჯავახეთში მათი რაოდენობა 50-ს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის
განყოფილების უფროსის ნინო ზედგინიძის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში
მყოფი პირების რაოდენობა რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე
ნაწილდება:
ბორჯომი - 11 პირი
ახალციხე - 23 პირი
ადიგენი - 3 პირი
ნინოწმინდა - 4 პირი
ასპინძა - 9 პირი
შეგახსენებთ, ეს მონაცემები არის 17 მარტის 11:30 საათის მონაცემების
მიხედვით. რაც შეეხება კარანტინში მყოფ პირებს. აბასთუმაში, ფილტვის
ცენტრში ამჟამად, 17 პირია მოთავსებული.