კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 24 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის მიერ
შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცეტრის ხელმძღვანელი,
ამირან გამყრელიძე. მან TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ეს
შემთხვევაც დაკავშირებულია იტალიასთან.
მისი თქმით, დღეს 39 ნიმუშიდან კორონავირუსი მხოლოდ 1-ზე დადასტურდა.
როგორც გამყრელიძემ თქვა სხვა ნიმუშების კვლევები კიდევ
მიმდინარეობს.
ქვეყანაში, კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანია, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.