ინფორმაციას მთავარი არხის
ჟურნალისტის კარანტინში მოთავსების შესახებ ტელეკომპანიის
საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ავრცელებს.
ჟურნალისტი კონტაქტში იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, იური
ნოზაძის ოჯახთან, რომელიც თვითიზოლაციაში იყო. თვითონ იური ნოზაძეს
კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ორშაბათს ის ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან
პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში, ამ რეპორტაჟის
მომზადების დროს იმყოფებოდა, სახლში ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ
დროს გავიგეთ რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. (და არა ის,
რომ თითქოს თვითიზოლაციაში, მყოფი პირის გადასაღებად მივიდა) გადაღება
ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია
საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში", — აცხადებს
მელაძე.