ჯანდაცვა
კორონავირუსის პირველი შემთხვევა თურქეთში
თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოჩას თქმით, დადებითი შედეგის მქონე პაციენტი თურქეთის მოქალაქეა, რომელმაც ევროპაში იმოგზაურა. მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მისი ნათესავები კი კარანტინში არიან გადაყვანილი.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ყველა ღონისძიება ტარდება და "კორონავირუსი არ არის იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე პრევენციის მექანიზმები, რომელსაც თურქეთი ატარებს".

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 110 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 4 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა — 64 000-ზე მეტი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.