საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის
შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც
ირანში იმყოფებოდა.