კაცობრიობა ვერ შეძლებს COVID-19– ის სრულად დამარცხებას, მისი ეპიდემიები დროდადრო წარმოიქმნება გრიპის ანალოგიური ინფიცირების სახით და მოსახლეობაში სეზონურად გამოვლინდება, ისევე როგორც გრიპი. -აცხადებს ვირუსოლოგი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგეი ნეტესოვი.
ახალი კორნავირუსი შეიძლება გახდეს კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრი, პათოგენი ყოველწლიურად იმოქმედებს მოსახლეობის ისეთ ყველაზე მგრძნობიარე ნაწილზე, როგორებიც არიან მოხუცები, ქრონიკულად დაავადებული და დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები. მომავალში, რეგულარული ვაქცინაცია შეიძლება დასჭირდეს მთელ კაცობრიობას. თუმცა პრეპარატის შექმნა სავარაუდუდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.