ჯანდაცვა
არ არის რეკომენდებული ხელის ჩამორთმევა და სჯობს, ერთმანეთს ხელისაწევით მივესალმოთ- ამირან გამყრელიძე
ჩვენ ქართველებს გვახასიათებს, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით. ძალიან გთხოვთ, ამისგან თავი შევიკავოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსისგან საბრძოლველ რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.
"ეს მარტო კორონავირუსს არ ეხება, ზოგადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომელიც გადადის სწორედ წვეთოვანი, აირ-წვეთოვანი გზებით და ახლო კონტაქტით. კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პერიოდში არ არის რეკომენდებული ხელის ჩამორთმევა და სჯობს, ერთმანეთს ხელისაწევით მივესალმოთ. ეს მარტივად განსახორციელებელი რეკომენდაცია ხშირად ძალიან კარგ შედეგს იძლევა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სხვა რეკომენდაციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობისგან თავის შეკავება იმ ქვეყნებში, სადაც ინფექციის კერა არსებობს. ასევე პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიების დაცვა, რაც გულისხმობს ხშირად ხელების დაბანას, ოთახების განიავებას, სველი წესით დალაგებას და სხვას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.