14 მოქალაქეს გამოკვლევა ჩაუტარდა - პასუხები ცნობილი არ არის
საქართველოში, ინფექციურ განყოფილებაში ამ დრომდე 14 მოქალაქე
იმყოფება, რომელსაც გამოკვლევა ჩაუტარდა.
ინფექციური განყოფილების წარმომადგენლის მარინა ეზუგბაიას
განცხადებით, 14 პაციენტის გამოკვლევის ჩატარებას დიდი დრო დასჭირდა
და საბოლოო პასუხი უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. მისივე თქმით,
ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულებს განსაკუთრებული ცვლილებები
სისხლში არ დაუფიქსირდათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კორონავირუსის
ნიშნები არ იკვეთება.
ინფექციურ განყოფილებაში მოთავსებული მოქალაქეების გამოკვლევის
საბოლოო დასკვნა სავარაუდოდ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.