"პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბითაა" - ჯანდაცვის მინისტრი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის
განცხადებით, პირბადეების დეფიციტი მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნა და ამ
შემთხვევაში, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.
მინისტრის თქმით, უწყება მუშაობს, რომ ქვეყანაში პირბადეები
შესაბამისი ღირებულებით შემოიტანონ.
„ეს დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და რა თქმა
უნდა, საქართველო ამ შემთხვევაშიც, გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მაგრამ,
ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ მომწოდებლებმა პირბადეები
შესაბამისი ღირებულებით, დამატებით შემოიტანონ“ -
განაცხადა ტიკარაძემ.