საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განიკურნა
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საფრანგეთის
ტერიტორიაზე ამ დროისთვის არც ერთი ადამიანი არ არის ინფიცირებული
ახალი ტიპის კორონავირუსით და ვირუსი ქვეყანაში აღარ ვრცელდება.
ვერანმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პაციენტი, რომელიც ლიონში იყო
ჰოსპიტალიზებული, განიკურნა და სახლში დაბრუნდა.
საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 12 ადამიანის ინფიცირება
იყო დადასტურებული. მათგან ერთი 15 თებერვალს გარდაიცვალა, დანარჩენი
11 კი განიკურნა.
ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახალი ტიპის კორონავირუსის
გავრცელების შესახებ გასული წლის დეკემბერში აცნობა. ჩინეთში ვირუსს 2
592 ადამიანი ემსხვერპლა, 24 000-ზე მეტი კი განიკურნა.