ჯანდაცვა
ინფექციურში ირანის კიდევ 4 მოქალაქე მოათავსეს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ირანის 4 მოქალაქე მოათავსეს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ირანის მოქალაქეები კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას სავალდებულო შემოწმების დროს მათ მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

„კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მოიყვანეს ირანის 4 მოქალაქე, რომელიც ჩამოსულია ირანიდან. ერთი არის ახალგაზრდა ქალი, სამი - ახალგაზრდა ვაჟი. ოთხივე მათგანი აეროპორტში სტანდარტულად შეამოწმეს და დაუფიქსირდა მომატებული ტემპერატურა. ახლა იწყებენ გამოკვლევებს, მათ ჩაუტარდებათ ყველა გამოკვლევა და პასუხი შემდეგ გვეცოდინება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოში გუშინ შეყვანილ ირანის 3 მოქალაქეს, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და ისინი უკვე გაწერეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.