ჯანდაცვა
ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს საეჭვო სიმპტომები არ აქვთ - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ დაუფიქსირდათ.

გამყრელიძის თქმით, მიუხედავად ამისა, ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეები მაინც გაივლიან ორ კვირიან კარანტინს.

მოქალაქეების დაბრუნება მოხდა სპეციალური თვითმფრინავის საშუალებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო და შემოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ასევე იქ იყვნენ კლინიცისტი ექიმები. თითოეულმა მათგანმა შეავსო თვითმფრინავში ყოფნისას გარკვეული კითხვარი, თუ სად ბრძანდებოდნენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, იყვნენ თუ არა შეხებაში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან. ეს ადამიანები გადაყვანილები იქნებიან ორკვირიან კარანტინში, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ დაკვირვებები.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. ხაზს ვუსვამ, არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ"
,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თუ აღნიშნული ორი კვირის განმავლობაში რომელიმე მათგანს დაეწყება რესპირაციული სიმპტომები, მაშინ მათი გადაყვანა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოხდება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა დანარჩენი მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანა, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სურვილზეა დამოკიდებული.

“ეს გახლდათ სურვილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩინეთში, მიმართეს საქართველოს საელჩოს ჩინეთში და სახელმწიფომ უზრუნველყო მათი გადმოყვანა ჩინეთიდან. თუ იქნება შემდგომში ასეთი სურვილი, ეს საკითხი განიხილება”,- აღნიშნა გამყრელიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.