ჯანდაცვა
216 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი ერთი წლის განმავლობაში
ერთი წლის განმავლობაში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 216 სერტიფიცირებული ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით სააგენტომ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებული 287 კორესპონდენცია განიხილა, საიდანაც 239 საქმე შეისწავლა.

„ამასთან, გაცნობებთ, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის თანახმად, „დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

ამავე კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: 

წერილობითი გაფრთხილება;

სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; 

სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; 

ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; 

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები“, - ნათქვამია სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წერილში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.