ჩინეთში, კორონავირუსით უჰანის საავადმყოფოს დირექტორი დაიღუპა
ჩინეთში, კორონავირუსით უჰანის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს
დირექტორი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი
ცნობით, ლიუ ზიმინგი დილით, 10:30 საათზე გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ
კორონავირუსით 1716 ექიმი იყო დაინფიცირებული და 6 მედიცინის მუშაკი
დაიღუპა.
ამ დროისთვის, კორონავირუსით COVID-19 დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1
900-ს აღწევს, ხოლო ლაბორატორიულად ვირუსი 72 400-ზე მეტ ადამიანს
უდასტურდება.