1770 ადამიანი - კორონავირუსის მსხვერპლი
ბოლო ერთი დღის განმავლობაში
ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა და
დაღუპულთა საერთო
რაოდენობა 1770-მდე გაიზარდა, -
ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია
ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირების 2048
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა
70548-ს აღწევს. დაინფიცირებული პაციენტებიდან 10 844 სათანადო
მკურნალობის ჩატარების შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერეს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების 94 პროცენტზე
მეტი ჰუბეის პროვინციაშია გამოვლენილი.
გუშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროვინციაში გადაადგილებაზე კიდევ
უფრო მკაცრი კონტროლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. გამონაკლისი
შემთხვევების გარდა, გზებზე მოძრაობა აკრძალული აქვს ყველანაირ
ავტომობილს. დახურულია პროვინციაში მოქმედი ყველა კომპანია.