ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლებს უფასო კონსულტაციები ჩაუტარა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე
პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მაცხოვრებლებს უფასო კონსულტაცია
ჩაუტარა. ექიმმა დღეს, პირველ თებერვალს ზუგდიდის რაიონის სოფელ
დარჩელის მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარება გაუწია.
გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ
ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება:
"ჩვენი მოსახლეობისთვის არის დიდი მხარდაჭერა, იმიტომ რომ ამ
რეგიონს, ჩემი აზრით, სჭირდება უფრო მეტი, გაათმაგებული ყურადღება,
ვიდრე საქართველოს სხვა ნაწილებს. ამით ჩვენ დავანახებთ ჩვენს
მოძმეებს, აფხაზები იქნებიან თუ ოსები, რომ საზღვართან მიმდებარე
სოფლები არ არის მიტოვებული, რომ მათ აქვთ საშუალება, მიიღონ მეტი
დახმარება... თუ ჩვენ აქ შევქმნით ბევრად უკეთეს სიტუაციას,
მოსახლეობა გრძნობდეს ბევრად მეტ ყურადღებას ქვეყნისგან,
მოქალაქეებისგან, ეს რეგიონები შენარჩუნდება. ყველამ ვიცით, რაც
ხდება, არის დაცლის საფრთხე და ეს არის ჩვენი მეზობელი ოკუპანტის
ინტერესი, შეიძლება თავისუფლად გადმოწიოს ე.წ.
საზღვარი".
28 დეკემბერს 48-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილი
საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს.
ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის
ოკუპირებულ რეგიონში პაციენტის სანახავად მიდიოდა. დე ფაქტო
სასამართლომ მას 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილი
ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს
ტერიტორიაზეა.
წყარო: on.ge