კორონავირუსის ორი შემთხვევა რუსეთში
რუსეთში კორონავირუსის ორი
შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ.
ორივე პირი, რომელთაც ვირუსი აღმოაჩნდათ,
ჩინეთის მოქალაქეები არიან.
„როსპოტრებნადზორის“ სამსახურმა ორი პაციენტის
ინდენტიფიცირება მოახდინა, რომელთაც კორონავირუსი აქვთ. ისინი
ტრანს-ბაიკალის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი მკაცრი დაკვირვების
ქვეშ იმყოფებიან. ორივე მათგანი ჩინეთის მოქალაქეა“,-
განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ.