გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს, –
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის
შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ეპიდემია შესაძლოა, გავრცელდეს უფრო
სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებში.
როგორც ორგანიზაციის კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, ვირუსის
ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა უხანში დადასტურდა.ბოლო
მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 170 ადამიანი იმსხვერპლა,
ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1737-ით, დაღუპულთა
რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი. ვირუსი მთელ ჩინეთში
გავრცელდა.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 105 შემთხვევაა გამოვლენილი,
თუმცა ლეტალური შემთხვევები მხოლოდ ჩინეთში დაფიქსირდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის
გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში,
სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე,
მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში,
ინდოეთში, ფილიპინებზე, ვიეტნამსა და კანადაში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის
ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
გააუქმა.
ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში
ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.