ნუ მიეცემით პანიკას, კორონავირუსი საქართველოში არ არის - ამირან გამყრელიძე
“კიდევ ერთხელ მინდა გთხოვთ - ნუ
მივეცემით პანიკას, ნუ მივეცემით აჟიოტაჟს, არაფერი
განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. გრიპის სიმპტომები მსგავსია იმ
სიმპტომებისა, რომელსაც იწვევს კორონავირუსი, რომელიც საქართველოში არ
გახლავთ, ხაზს ვუსვამ.
თუმცა, ქვეყანა მზადყოფნის რეჟიმშია, თუ გაჩნდა ამ ტიპის დაავადება და
ინფექცია ქვეყანაში, მასზე იქნება დაუყოვნებლივი პასუხი და რეაქცია -
საავადმყოფოები ამისთვის მზადყოფნაში არიან, ყველანაირი მედიკამენტური
საშუალება არსებობს, რომ ამ ტიპის ადამიანებს სამედიცინო დახმარება
გაეწიოთ, ეპიდემოლოგიური და პრევენციული სამსახური მზად არის,
მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი საზღვრების, რომ თავიდან
ავიცილოთ ინფექციის იმპორტი ”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე
კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველო დაბალი რისკის ქვეყანაა და
კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.