ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება
ჩინეთი მძიმე მდგომარეობის წინაშეა, კორონავირუსის გავრცელების ტემპი
იზრდება, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ პოლიტბიუროს
შეხვედრაზე განაცხადა,
რომელზედაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის
გზებზე იმსჯელეს.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 56 ადამიანი,
ინფიცირებულთა რაოდენობა კი - 1,975-ია.
ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა კანადაში. ქვეყნის ჯანდაცვის
სამსახურის ინფორმაციით, დაინფიცირებული 50 წლამდე მამაკაცი ჩინეთიდან
ტორონტოში 22 იანვარს ჩავიდა და მეორე დღესვე საეჭვო სიმპტომებით
საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში,
დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული
ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი
სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.