კორონავირუსი გადაეცემა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით-თამარ გაბუნია
"კორონავირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ ეს არის ვირუსი,
რომელიც გადაეცემა დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე, - ამის
შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ
განაცხადა.
მისივე თქმით, კონტაქტური გზით, იქნება ეს დაინფიცირებულის საგანი თუ
რაიმე სხვა ნივთი ამ ვირუსის გადაცემის შემთხვევები, აღწერილი არ
არის.
"ამრიგად ჩვეულებრივ, ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები
კონტაქტურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა, ამრიგად, ამისი
საშიშროება რა თქმა უნდა, არ არსებობს. რა შეეხება მგზავრობასთან
დაკავშირებულ შეზღუდვებს, როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციამ კონკრეტულ კორონავირუსთან მიმართებაში, არ
გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ამიტომ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ
პრევენციული ზომების, გააქტიურების რეჟიმში მუშაობას, ვაგრძელებთ
მუშაობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების შესაბამისად, როგორც
კი ეს მითითება გვექნება ჩვენ მივყვებით უკვე საერთაშორისო
რეგულაციებს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ
თამარ გაბუნიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.