კორონავირუსი-რეკომენდაციები მოსახლეობას
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობასთან
დაკავშირებით ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა
ამირან გამყრელიძემ. მან მოსახლეობის იმ ნაწილისთვის რეკომენდაციებზე
ისაუბრა, რომელიც ვუჰანში მიემგზავრება ან იქ უკვე იმოგზაურა, რადგან
დაავადება ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა
რეკომენდაციები ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდანაა
აღებული.
„ვინც მიდის ქალაქ უხანში (ხაზს ვუსვამ, არა ყველა ჩინეთში
წამსვლელისთვის): მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს,
ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველთა ბაზრებსა და ფერმებს, ცხოველურ
პროდუქტებს, თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს; ხშირად
დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში,
მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის
შემცველი სადიზენფექციო საშუალებები; ხანშიშესულმა და ჯანმრთელობის
პრობლემების მქონე მოგზაურებმა ვუჰანში გამგზავრებით შესაძლოა, მეტი
რისკი შეუქმნან თავიანთ ჯანმრთელობას. ხოლო, თუ უკვე იმოგზაურეთ
ვუჰანში და გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება,
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს, აცნობეთ
ექიმს მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ, მოერიდეთ სხვა
ადამიანებთან კონტაქტს, არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში,
დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით, ტანსაცმლის სახელოს
ნუ გამოიყენებთ ცემინების და ხველების დროს,ხშირად დაიბანეთ ხელები
საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე
ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი
სადიზენფექციო საშუალებები; ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში
საჭიროა გაძლიერდეს ინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები,
განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების
განყოფილებებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.