ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტის ნინო ვართაპეტიანის მულტიმედია
მასალა
„რატომ არის მნიშვნელოვანი ოჯახის დაგეგმვა?“
კონკურსის გამარჯვებული გახდა.
კონკურსის მიზანი, ოჯახის დაგეგმვის თემაზე შექმნილი საუკეთესო
ნამუშევრების გამოვლენა იყო.
„საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის თანადგომა“-ს
კონკურსში, აღნიშნულმა ნამუშევარმა მეორე ადგილი დაიკავა. სულ
გამოვლინდა 7 გამარჯვებული ჟურნალისტი, 2 სხვადასხვა კატეგორიის (1.
სატელევიზიო გადაცემა ან სიუჟეტი; 2. ბეჭდური ან ელექტრონული მედია)
მიხედვით. საუკეთესო ნამუშევრები ჟიურიმ შეარჩია. გამარჯვებული
ავტორები თბილისში დაჯილდოვდნენ. ღონისძიება გაიმართა შვედური
ორგანიზაციის RFSU მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში.
გამარჯვებული ჟურნალისტები არიან:
მაკა ცხვედიანი - ტელეკომპანია „იმედი“
თინათინ ზვიადაძე - ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“
ნინო ვართაპეტიანი - ტელეკომპანია „ბორჯომი“
ოლიკო ცისკარიშვილი - „ეკოფაქტი“
რუსუდან ოქრუაშვილი - „გურიანიუსი“
ირმა ხარშილაძე - kvirispalitra.ge
ანა არუთუნიანი - სომხურენოვანი ტელევიზია