10 თებერვალს ბორჯომის სამედიცინო ცენტრში უფასო გამოკვლევები ჩატარდება
ხვალ, 10 თებერვალს, ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში
გაიმართება უფასო სამედიცინო აქცია.
თბილისის წამყვანი კლინიკებიდან, ექიმ სპეციალისტები (კარდიოლოგი,
ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი), მსურველებს 11:00-დან 16:00 საათამდე
მიიღებენ. ექიმის დანიშნულებით პაციენტებს უფასო გამოკვლევები
ჩაუტარდებათ.