საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული
ამ დროისთვის, ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა
დაფიქსირებული - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ავრცელებს. მისი
თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო
გადაწყვეტილება ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლის შესახებ და
თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის
რეჟიმზე.
„ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას ამ ეტაპზე მკურნალობის დაწყებისთვის
მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 162 ლაბორატორიულად
დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, საიდანაც 158 არის H1N1.
დანარჩენი 4 შემთხვევა არის H3N2. ასევე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი,
რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. გასული კვირის მონაცემებით,
ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გვაქვს - 256. ერთი კვირით
ადრინდელ მონაცემთან შედარებით შემცირებულია 21-ით. კვლავ რჩება
მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო
ჰოსპიტალიზაციის. ამის მაჩვენებელიც შემცირებულია 41%-დან 33%-მდე,
თუმცა ეს მაჩვენებელიც მაღალია. თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება
გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.