ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება "პედიატრი" დაბა ბაკურიანს მოემსახურება
25 დეკემბრიდან, ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში ბავშვთა სასწრაფო
სამედიცინო დახმარება "პედიატრის" ფილიალი იხსნება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან” აცნობეს,
ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება "პედიატრის“ ბრიგადები 24
საათის განვლობაში სრულ მზადყოფნაში იქნებიან, რომ დროული და
ადეკვატური დახმარება გაუწიონ დაბა ბაკურიანში მცხოვრებ და ასევე
დასასვენებლად მყოფ პატარებს.
"ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება „პედიატრი“ 0-დან 17 წლამდე
ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებს მოემსახურება.
ბაკურიანში ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება "პედიატრის“
საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე 16 112” - ნათქვამია
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.