ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდაციებს სთავაზობს
"შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში
ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00-მდე, 13:00-ზე და
ღამით 22:00 საათის შემდეგ.
დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს
32C,
ხოლო ღამით კი - 24-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და
60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც
ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ღამით გააღეთ ფანჯრები და
დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ
არის). დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები,
ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად
გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება. მზის მხარეს
ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები. ჩამოკიდეთ სველი
პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს. თუ სახლში
გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად
გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტროენერგიის
დეფიციტის საფრთხეს. ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ
ტემპერატურა არ აღემატება 35C-ს.
ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 3Cჩ-ს,
ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიიღეთ დიდი
რაოდენობით სითხე.
გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით. თუ შეუძლებელია
სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ
ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი
კონდენციონერით გრილდება). მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ
პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს
აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი
პერიოდი - 04:00-დან 07:00 საათამდე. არ დატოვოთ ბავშვები და შინაური
ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!
მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი
პირსახოცი, და სხვა.
ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი
ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან
დამცავი სათვალე. იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი
ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან. მიიღეთ დიდი
რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი
სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ
ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს"-ნათქვამია ჯანდაცვის
სამინისტროს რეკომენდაციაში.