ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ სეზონზე პოტენციური საშიშროება უკავშირდება მწერების, მათ შორის ტკიპის ნაკბენებს. ეტაპობრივად დაიწყება კოღოების, ასევე ფლებოტომუსების სეზონი, რომელიც ლეიშმანიოზის გადამტანი მწერია.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ფლებოტომუსები შებინდებისას გამოფრინდებიან. მისი რეკომენდაციაა მშობლებმა თავი აარიდონ ბავშვების შებინდებისას გასეირნებას, ან მათ გრძელსახელოიანი, ღია ფერის სამოსი ჩააცვან.

ამასთან, პაატა იმნაძე მოსახლეობას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს ურჩევს, რომ ცხოველები სპეციალური საშუალებებით დაამუშაონ. გასათვალისწინებელია, რომ ტკიპის ხელით მოცილება არ შეიძლება.

"მთავარია ტკიპის დროულად მოცილება. მინდვრიდან დაბრუნების შემდეგ ადამიანებმა სხეული კარგად უნდა დაათვალიერონ, თუ აღმოჩნდა ტკიპა, დროულად უნდა მოიშორონ. ხელით მოშორება არ შეიძლება, შესაძლებელია პინცეტით ამოღება, რათა ფეხები კანში არ ჩარჩეს. აღნიშნული მონაკვეთი უნდა ჩამოიბანოს საპნიანი წყლით და შემდგომ უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით, სპირტით. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია ანტი ალერგიული მალამოს გამოყენება", - განმარტა პაატა იმნაძემ.

კოღოებისაგან თავის დასაცავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი მოსახლეობას დამაფრთხობელი საშუალებებისა და მწერებისგან დამცავი ბადის გამოყენებას ურჩევს, ამასთან, აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შავი ზღვისპირეთში სადეზინსექციო სამუშაოებს ატარებს.

კიდევ ერთი რეკომენდაცია რაც ზაფხულს უკავშირდება სიცხის დროს გაგრილება და წყლის მიღებაა.

"ნუ დაელოდებით წყურვილის გრძნობას, ისე დალიეთ წყალი, ორი ლიტრა მაინც დღის განმავლობაში. თავი დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან. ტანსაცმელი მაქსიმალურად ხალვათი და ღია ფერის უნდა იყოს. თუ აუცილებელი საქმე არ არის, პაპანაქება მზეზე მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

წყარო; ინტერპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.