საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის, რაც იმას ნიშნავს
რომ, სხვადასხვა შემოსავლის მქონე მოქალაქეები ჯანდაცვის სერვისებით
დიფერენცირებულად ისარგებლებენ.
გარდა ამისა, ჯანდაცვის პროგრამების სერვისების მოცულობა ამიერიდან
განისაზღვრება ინდივიდუალურად და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით.
ცვლილებების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგეებლები
რამდენიმე ჯგუფად დაიყო:
მიზნობრივი ჯუფები, სადაც გაერთიანდებიან,- 0-5 წლამდე ბავშვები,
სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად
დაუცველები. მიზნობრივ ჯგუფებში გაერთიანებულ მოქალაქეთა რაოდენობა
სულ 1მლნ 700 ათასამდეა. მათ უნარჩუნდებათ არსებული მომსახურება,
საშუალება ექნებათ ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვასთან
ერთად კერძო სადაზღვეო კომპანიის ე.წ შემავსებელი პაკეტითაც და
ამბულატორიულ მედიკამენტებზე წვდომის საშუალებაც ემატებათ.
მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში
40 000 ლარზე მეტია. მათი რაოდენობა სულ 32 000-ია. ცვლილებების
ძალაში შესვლის შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ
ისარგებლებენ თუმცა ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო სერვისები არ
შეეზღუდებათ.
საშუალო შემოსავლის მოქმე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური
შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება
40 000 ლარს. მათი რაოდენობა სულ 300 000-ია. ამ კატეგორიაში
მოხვედრილ მოქალაქეებს შეუძლიათ დარჩნენ საყოველთაო სადაზღვეო
პროგრამაში ან კერძო კომპანიების მომსახურებით ისარგებლონ. თუ
საყოველთაოს აირჩევენ ასეთ შემთხვევაში გარკვეული შეზღუდვები
მოქმედებს, გეგმიური სტაციონარის შემთხვევაში 1000 ლარზე ნაკლები
მომსახურების საფასურს თავად მოქალაქე გადაიხდის, ხოლო აღნიშნული
თანხის ზევით სახელმწიფო 70%-ს დააფინანსებს. ასევე
სასწრაფო-გადაუდებელი სტაციონარის შემთხვეაში არსებული 100%-იანი
დაფინანსება 90%-ით შეიცვლება.
იმ 102 000 მოქალაქისთვის კი, რომლებსაც 70 000-დან 100 000
სარეიტინგო ქულა აქვთ, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისის მოცულობა
უცვლელია და ენიჭებათ ერთდროულად საყოველთაო და კერძო სადაზღვეოს
პაკეტთ სარგებლობის უფლება. იმავე პრივილეგიით სარგებლობენ,
მოზარდებიც 6-18 წლამდე 503 ათასი მოქალაქე.
ცვლილებების მიხედვით ცალკე კატეგორიად არიან დაბალი და არარეგულარული
შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიურ შემოსავალი 900
ლარზე ნაკლებია, არ აქვთ ხელფასი, ან არიან თვითდასაქმებულები. ასეთი
1 მილიონ 150 ათასია.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ,
დაზოგილი თანხები მედიკამენტების დაფინანსებას მოხმარდება.
რაც შეეხება სერვისებს, რომლითაც სარგებლობა ყველა კატეგორიას
შეეძლება, ეს იქნება მშობიარობა, ხოლო ონკოლოგიის მართვა, გარდა იმ
პირებისა, ვისაც შემოსავალი 40 000 ლარზე მეტი აქვს, უფასო
იქნება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.