ახალი ამბები
"მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით" - ივანე ჩხაიძე
"ამბულატორიულ სექტორში
მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს
იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ძირითადად, ფილტვების ანთების
გართულების შემთხვევაში", - ამის შესახებ იმუნიზაციის
ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის
სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა,
თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსს"
განუცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლის ერთ-ერთ თავისებურებას ყივანახველის
შემთხვევების ზრდაც წარმოადგენს.
„ყივანახველის სტატისტიკა არ არის წარმოდგენილი რესპირაციულ
ვირუსებთან ერთად, თუმცა მისი გავრცელების სტატისტიკა გამორჩეულია.
მიმდინარე წელი წინა წლებთან შედარებით რადიკალურად არის
განსხვავებული, მომატებულია ლაბორატორიული დადასტურებული შემთხვევები.
2024 წლის ერთ-ერთ თავისებურებას ყივანახველის შემთხვევების ზრდაც
წარმოადგენს.
ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა
ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია.
ძირითადად ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში. კლინიკაში
გვაქვს ფილტვები ანთებით მიმდინარე შემთხვევები“,- აღნიშნა
ჩხაიძემ.
გააზიარეთ :