ჯანდაცვა
5 დაავადება, რომელიც საქართველოში ყველაზე გავრცელებულია
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 243 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 15.4 ათასს შეადგენდა, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციაში, ასევე აღნიშნულია, იმ დაავადებების შესახებ, რომელიც საქართველოში ყველაზე გავრცელებულია.

„2023 წელს წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები გაიზარდა 53.4 პროცენტით, ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა - 51.5 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები - 50.0 პროცენტით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები - 45.4 პროცენტით, ხოლო ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები - 42.3 პროცენტით.

ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, თვალისა და მისი დანამატებისა და ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.



წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.