ჯანდაცვა
„არ ვიცით სად, რომელ კლინიკაში, რამდენი ადამიანი იღუპება“ – რა შეიცვლება კლინიკების აკრედიტაციით
2025 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში მოქმედი კლინიკებისთვის აკრედიტაცია სავალდებულო ხდება. არსებობს მოლოდინი, რომ აკრედიტაციის გავლის შემდეგ, მინიმუმადე დავა სამედიცინო შეცდომები და გაიზრდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ვახტანგ კალოიანი რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აცხადებს, აკრედიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, მაგრამ მოლოდინი, რომ ის შეცდომებისგან დაგვაზღვევს, გადამეტებულია. „საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მოლოდინი, რომ ის შეცდომებისგან დაგვაზღვევს, ცოტა გადამეტებულია.

ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში აკრედიტაცია მნიშვნელოვან როლს არ ითამაშებს. უფრო მნიშვნელოვანია აკრედიტაციის შემდეგ მეტად მოწესრიგებული პროცესები. დღევანდელი მდგომარეობით კლინიკების ნაწილმა აკრედიტაცია უკვე მიიღო, გარკვეული ნაწილი პროცესში არიან, ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, იქნება კატეგორია, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს ან უბრალოდ უარს იტყვიან აკრედიტაციის გავლის სურვილზე.

იმედია, დიდი ნაწილი მიიღებს მას
“ - აცხადებს კალოიანი. მისი თქმით, ხარისხის უზრუნველყოფის ნათელი მაგალითის მიღებამდე, ხარისხის საკითხში ჩარევას ისინი ვერ შეძლებენ. „სანამ ჩვენ ხარისხის უზრუნველყოფის ნათელი მაგალითი არ გვექნება, მანამდე ვერ შევძლებთ ხარისხის საკითხში ჩარევას, რომ ვიცოდეთ, რა ხარისხის სამედიცინო მომსახურებას აწვდის დღეს ესა თუ ის დაწესებულება. სამწუხაროდ, არანაირი სწორად შეკრებილი ინფორმაცია ამის შესახებ არ გვაქვს.

ამასთან, არ ვიცით სად, რომელ კლინიკაში რამდენი ადამიანი იღუპება, რომელ განყოფილებას რა გართულებები აქვს - ამ ინფორმაციის გასაჯაროებისა და სწორი ფინანსური სტიმულირების გარეშე ძალიან რთული იქნება მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება და მომსახურების ხარისხზე საუბარი“ - აცხადებს ის.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.