ახალი ამბები
"მეტაპნევმო" - ქვეყანაში ახალი ვირუსი ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე
ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ახალი ვირუსის მახასიათებლებზე საუბრობს. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო ორი კვირაა, "მეტაპნევმო" ვირუსმა დაიწყო გავრცელება. ექიმს ამის თქმის საფუძველს ლაბორატორიული მონაცემები აძლევს.

შესწავლილი ნიმუშების 30% "მეტაპნევმო" ვირუსია. მისი სიმპტომები და დაავადების მიმდინარეობა სხვა სეზონური გრიპების იდენტურია. დიფერენცირება მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ინფიცირებულთა უმრავლესობას მხოლოდ ამბულატორიული მომსახურება ესაჭიროება.

"მეტაპნევმო" ვირუსთან ერთად, ვრცელდება ადენო და პაროვირუსიც. არის ინფექციების თანდართული შემთხვევებიც.

რესპირატორული ვირუსების სეზონის მსგავსი ხანგრძლივობა, ბოლო 10 წელია, ქვეყანაში არ ყოფილა. ექიმები ინფექციებისა და ვირუსების ცირკულაციის ცვლილებას პანდემიურ პერიოდს უკავშირებენ.

მედიკოსები ამბობენ, რომ რესპირატორული ვირუსი, თვისებებისა და მახასიათებლების მიხედვით, საშიში არ არის, თუმცა საყურადღებოა. სპეციალისტები ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ისევ ელოდებიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.