ჯანდაცვა
მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები - ივანე ჩხაიძე
ყველა სამედიცინო ცენტრი, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს მართავს, აღნიშნავს, რომ კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები - არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წელს გვქონდა,- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ბავშვების ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირებულია და ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა საქართველო პანდემიამდე პერიოდს, სადაც ვაქცინებით მოცვის მაღალი მაჩვენებელი გვქონდა.

„ამ არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წლის განმავლობაში გვქონდა. გაცილებით უფრო მეტია… შემთხვევების მატება სახეზე გვაქვს და სამწუხაროდ, ეს ტენდენცია რომც არ გაგრძელდეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყივანახველის შემთხვევები ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

სამწუხაროდ, ბავშვების ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირებულია. ძალიან ბევრმა ადამიანმა გადახედა პანდემიის შემდეგ ვაქცინებისადმი დამოკიდებულებას. 2022 წელს მძიმე ვითარება იყო. ეს ეხებოდა არა მხოლოდ ყივანახველის, ასევე წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინებსაც. 2023 წელს შედარებით გამოსწორდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა საქართველო პანდემიამდე პერიოდს, სადაც ვაქცინებით მოცვის მაღალი მაჩვენებელი გვქონდა.

გამოტოვებულმა ვაქცინებმა განაპირობა ყივანახველის შემთხვევების მატება ბავშვებში. ეს ტენდენცია გაგრძელდება, თუ არ მივაწვდენთ ყველას ხმას, რომ არ არსებობს არცერთი ინფექციის მიმართ ისეთი ეფექტური მედიკამენტი, რასაც ვაქცინებით ვიცილებთ თავიდან.

თუ ვინმე გამოტოვა წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა 1 წლის ასაკში, შეუძლია გაიკეთოს. არ უნდა ჩათვალოთ, რომ თუ ვაქცინა არ გაკეთე თავის დროზე, ახლა დაგვიანებულია და აზრი არ აქვს. ძალიან ხშირად გვიწევს ყივანახველის შემთხვევების დიაგნოსტირება, როგორც ამბულატორიულ პრაქტიკაში, ისე სტაციონარული პაციენტების მიღებისას. ყივანახველის შემთხვევების მატება მხოლოდ ლაბორატორიულად არ ხდება, ასევე კლინიკურადაც. ყველა სამედიცინო ცენტრი, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს მართავს, აღნიშნავს, რომ კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები“
,-აღნიშნა ჩხაიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.