ჯანდაცვა
სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება
სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება - 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს:

• უმცროსი ექიმი
- თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში - 5 ლარი) დარიცხული
• ექთნის თანაშემწე - თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში - 3,5 ლარი) დარიცხული
• ბებიაქალი - თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში - 4,4 ლარი) დარიცხული
• სანიტარი - თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში - 3 ლარი ) დარიცხული

ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა 6000-მდე პირს შეეხება. შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება.

რეფორმის პირველ ეტაპზე, 2023 წლიდან, წარმატებით დაინერგა მინიმალური ანაზღაურება ექიმებისა და ექთნებისთვის. შედეგად, 15 000-მდე პირს გაუუმჯობესდა სამუშაო პირობები.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. პროცესს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.