ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა
ადამიანის პაპილომავირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა
.
ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ
გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და
მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით.
15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და
აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.
15-დან – 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი
სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6
თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს
არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური
ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
15-დან 26 წლამდე ბიჭებისა და მამაკაცებისთვის აცრების კურსი
სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 –
2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა
იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური
ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 -
12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის ხორციელდება პროფილაქტიკური
აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში,
სადაც რეგისტრირებულია და გაწეული მომსახურება (აცრა-ვიზიტი და ექიმის
კონსულტაცია) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
13-45 წლის ასაკის ქალბატონებისა და 13-26 წლის მამაკაცებისათვის
გაწეული ვაქცინაციის მომსახურება (აცრა-ვიზიტისა და ექიმის
მომსახურება) ტარდება აპვ ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ
სამედიცინო დაწესებულებაში და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ: http://bitly.ws/Pq56