წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 შემთხვევა გამოვლინდა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და
კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფომრაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს
მონაცემებით დაფიქსირებულია – 393 ახალი შემთხვევა.
შარშან შესაბამის პერიოდში
გამოვლინდა 394 ახალი შემთხვევა.
სულ რეგისტრირებულია 10170 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7604
მამაკაცია და 2566 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.
შიდსი 4985 პაციენტს განუვითარდა. 2156 პაციენტი გარდაიცვალა.
31 ივლისის მონაცემებით არვ (ანტი რეტრო ვირუსულ) მკურნალობას 6284
(5558 + 676 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს. მათ შორის 41 (32 + 9
(აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით
ასეთია:
32.6 % (3313) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 51.4 % (5228)
- დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 13.3 % (1352) -
მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (121) -
დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % (41) - სისხლის
რეციპიენტია; 1.1 % (115) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში
(3830 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი);
სამეგრელოში (1301); შემდეგ იმერეთში (1227); აჭარაში (1211);
აფხაზეთში (556); კახეთში (498);
2023 წელს დარეგისტრირდა - 96 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების
შემთხვევა. 2022 წელს - 139 2021წ -144, 2020 წ - 157, 2019წ - 116,
2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. - 94, 2014 წ.
- 84 პირი.
2023 წელს 96 გარდაცვლილთაგან: 75 მამაკაცია და 22 ქალი .
სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ
შორის 76 - ვაჟი, 53 - გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 გავიდა
ქვეყნიდან;