ახალი ამბები
"ჩვენთან არ ხდება სისხლის ჩაბარება, თუ ადგილზე არ იქნებიან სისხლის ბანკის წარმომადგენლები" - ბორჯომის სამედიცინო ცენტრი
ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო
ცენტრის დირექტორის დავით ბარაბაძის ინფორმაციით, კახა შამილისთვის
სისხლის გაღება და ჩაბარება მათთან არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ
ადგილზე არ იმყოფებიან სისხლის ბანკის წარმომადგენლები.
მისი განმარტებით, სხვა შემთხვევაში,
მსურველს სისხლის გაღების შესაძლებლობა ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის
სამედიცინო ცენტრში არ ექნება.
ის რომ სისხლის გაღება, ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში
ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი, ამის შესახებ ინფორმაცია
ტელეკომპანია "ბორჯომმა", ოჯახის რძლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით გაავრცელა. ნათია ნიკურაძის განცხადებით, მსურველებს
სისხლის ჩაბარება ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში
შეეძლოთ. შეგროვებულ სისხლს კი სამედიცინო ცენტრი, სისხლის ბანკს
გაუგზავნიდა. აღნიშნული ინფორმაცია უარყო ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის
სამედიცინო ცენტრის დირექტორმა.
"ჩვენთან არ ხდება სისხლის ჩაბარება, შეგროვება და
სისხლის ბანკისთვის გაგზავნა. ეს არის შეუძლებელი. დონაცია
შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბორჯომში, ადგილზე იქნებიან
სისხლის ბანკის წარმომადგენლები. ნამდვილად არ ვიცი, ვისგან აქვს ეს
ინფორმაცია მიწოდებული ოჯახის რძალს. ფაქტია, რომ ჩვენთან სისხლის
ჩაბარება არ ხდება" - განაცხადა ბორჯომის სამედიცინო
ცენტრის დირექტორმა დავით ბარაბაძემ.
მოგვიანებით, ოჯახის რძალმა ნათია ნიკურაძემაც დაადასტურა, რომ მას
სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არასწორად ჰქონდა
მიწოდებული.
"ჩვენ არასწორი ინფორმაცია გვქონდა მოწოდებული და სწორედ,
ჩვენგან მოხდა ტელეკომპანია "ბორჯომისთვის" ინფორმაციის ამ სახით
მიწოდება. ბოდიშს ვუხდი ტელევიზიას და მთელ საზოგადოებას, შეცდომაში
შეყვანის გამო" - ამბობს ნათია ნიკურაძე.
შეგახსენებთ, ბორჯომში მცხოვრები 38 წლის კახა შამილი 13 დეკემბრის
შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაშია. მისი დიაგნოზია ტვინის ქერქის
ატროფია.კახა ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს, რაც ფინანსებთან არის
დაკავშირებული. ასევე მის სახელზე მიმდინარეობს კამპანია: გაიღე
სისხლი კახას სიცოცხლისათვის.
ამავე თემაზე:
„მთავარი არის ფინანსები“-კახა შამილის ოჯახი
და ახლობლები დახმარებას ითხოვენ
გააზიარეთ :