დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება - ღარიბაშვილი
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების
ამოქმედებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული
და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება.
“როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე
ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და
ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით
გაიაფდება”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.