ჯანდაცვა
საქართველოში წამლების ფასი კანონით დარეგულირდება
საქართველოში წამლების ფასი კანონით დარეგულირდება. აღნიშნულს გულისხმობს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ავტორიც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია, რეგულირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების შემცირება, რაც შესაბამისობაშია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის 2022-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან, რომლითაც პროგნოზირებულია, რომ ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებში, მედიკამენტების წილი 62%-დან (საბაზისო 2020 წელი) შემცირდება 15%-მდე (სამიზნე 2030 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონი ქმნის ფარმაცევტული პროდუქტის ფასის რეგულირების სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ:

ადგენს მინისტრის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები; განსაზღვროს მედიკამენტები, რომლებზეც გავრცელდება ფასის სახელმწიფო რეგულირება და განსაზღვროს მათი რეფერენტული ფასები;

კრძალავს მედიკამენტების, რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაციას და განსაზღვრავს აღნიშნულზე პასუხისმგებელ პირებს და ადმინისტრირების ზომებს;

ადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვალდებულებას, დაადგინოს რეფერენტული ფასები, უზრუნველყოს ფასების ოფიციალური კატალოგის წარმოება და საჯაროობა.

ადგენს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვალდებულებას, განახორციელოს ფასების ზედამხედველობა;

იცვლება რამდენიმე ტერმინი და შემოდის ახალი ტექნიკური ტერმინებიც. კერძოდ:

რეფერენტული საცალო ფასი - ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციის ზღვრული მაქსიმალური ფასი ლარებში, სააფთიაქო დარიცხვის ჩათვლით;

რეფერენტული საბითუმო ფასი - ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის ზღვრული მაქსიმალური საბითუმო ფასი ლარებში, საბითუმო დარიცხვის ჩათვლით.;

რეფერენტული ფასების კატალოგი - ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების, დადგენილი ფორმატის ოფიციალური ჩამონათვალი; რეფერენტული ფასების კატალოგი საჯაროა და განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი - სამკურნალო საშუალება, რომელსაც გააჩნია აქტიური ნივთიერების ისეთივე თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა, იგივე ფარმაცევტული ფორმა, როგორიც რეფერენს პროდუქტს და რომლის ბიოექვივალენტობაც რეფერენსთან მიმართებაში, დადასტურებულია შესაბამისი ბიოშეღწევადობის კვლევებით;

ბიოშეღწევადობის კვლევები არ მოეთხოვება განმცხადებელს, თუ მას შეუძლია დემონსტრირება, რომ გენერიკული პროდუქტი შეესაბამება სათანადო დეტალური გაიდლაინებით დადგენილ შესაბამის კრიტერიუმებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.