ბოლო 3 წელში, სერტიფიკატის გარეშე საქმიანობისთვის 60-მდე ექიმი დაჯარიმდა
ბოლო სამ წელში, სერტიფიკატის გარეშე
საექიმო საქმიანობისთვის 58 პირი დაჯარიმდა, ჯამში სანქციებმა 34 000
ლარი შეადგინა.
ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტოდან „ინტერპრესნიუსის“ საპასუხოდ გამოგზავნილ საჯარო
ინფორმაციაშია ნათქვამი.
უფრო კონკრეტულად, 2020 წელს სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საექიმო
საქმიანობისთვის 16 პირი 14 000 ლარით დაჯარიმდა, 2021 წელს 31 პირი
16 000 ლარით, ხოლო 2022 წელს 11 პირისთვის გამოწერილმა ჯარიმამ 4 000
ლარი შეადგინა.
ამასთან, „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, აღნიშნულ პერიოდში რამდენი
კლინიკა გამოვლინდა, რომელიც სამედიცინო საქმიანობას ნებართვის გარეშე
ახორციელებდა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს
რეგულირების სააგენტომ 1000 ლარით დააჯარიმა 1 სამედიცინო
დაწესებულება, რომელიც სამედიცინო საქმიანობას ნაბართვის გარეშე
ახორციელებდა.
წუარო: https://www.interpressnews.ge/ka/