შემთხვევა
ბორჯომში მსუბუქი ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ბორჯომში. დღეს, 20 მაისს დაახლოებით 15:00 საათისთვის სოფელ ლარების
მიმდებარე ტერიტორიასთან მსუბუქი ავტომანქანა მდინარე მტკვარში
გადავარდა.
მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო
სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. მაშველებმა მანქანიდან 2 მოსწავლე
ამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.
შეგახსენებთ, საჯარო სკოლებში კურსდამთავრებულები "ბოლო ზარს"
აღნიშნავენ.
გააზიარეთ :