ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 110 პირი აიცრა
ბოლო 24 საათში კორონავირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინით 1 110 პირი აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 აპრილის
მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 882 075 აცრა, მინიმუმ 1 დოზით
ვაქცინირებულია 1 365 974 ადამიანი, 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 47.5%.
სრულად ვაქცინირებულია 1 263 668 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის
მოსახლეობის 44.0%. „ბუსტერით“ აცრილია 249 019 პირი.
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 206 პირი, რაც
2.37%-ს შეადგენს, სრულად აცრილია 3 347 მოზარდი, 1.89%. 16-17 წლის
მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 681 პირი, 15.64% მოზარდი,
სრულად აცრილია 11 215 ადამიანი, 13.83%.