ახალი ამბები
აპრილიდან ექიმი წამლის გამოწერისას კონკრეტულ ბრენდს ვეღარ მიუთითებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, აპრილიდან ექიმები ვეღარ შეძლებენ წამლის გამოწერის დროს კონკრეტული ბრენდის მითითებას. მინისტრის თქმით, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, რომელი ქვეყნის წარმოებული მედიკამენტი იყიდოს. აზარაშვილის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"აპრილიდან, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი. ექიმი ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და არ შეიძინოს რომელიმე ქვეყნის წარმოებული, ან კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი", - ამბობს მინისტრი.

მანვე აღნიშნა, რომ მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, 1 მარტიდან ამოქმედდა ელექტრონული რეცეპტების შევსების სავალდებულო წესი, რაც უწყებას ეხმარება მონაცემების მოგროვებაში.

"ჩვენს ბაზაში ვხედავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს, ასევე, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი. ანალიზის საფუძველზე, ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება ბაზრის უფრო მეტად დარეგულირებაში; იმის გაკონტროლებაში, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა", - თქვა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთიდან წამლების საქართველოში შემოტანაზე და ფასების დაწევაზე 2022 წლის 17 იანვარს ისაუბრა. 7 მარტს კი თქვა, რომ ქვეყანაში უკვე არის მედიკამენტები, რომლებიც ანალოგებთან შედარებით 60-80 პროცენტით იაფი ღირს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.