ჯანდაცვა
აზარაშვილს სწორი ხედვები აქვს, ახალი ცოცხი კარგად გვის — თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს სწორი ხედვები და პრიორიტეტები აქვს. ცერცვაძის აზრით, ამაში მას მენეჯერობისა და ფინანსისტის გამოცდილება ეხმარება.

"ის ძალიან სწრაფად ორიენტირდება და ძალიან სწრაფად უღებს ალღოს თუ რა არის პრიორიტეტული და რა მნიშვნელოვანი. მისი გამოცდილება, მათ შორის, სამხედრო მრეწველობის სფეროში, ეს მაინც სხვა ყაიდის ხალხია და მათ შორის, ფინანსური გამოცდილება, არის იმის საწინდარი, რომ მან სწორ მენეჯერული და მაკროფინანსური გადაწყვეტილებებს მიიღოს",
— განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.

ცერცვაძის თქმით, ის წინა მინისტრის მართვითაც კმაყოფილი იყო, მაგრამ ახალი მინისტრისგან ყველა სიახლეს ელის, რადგან "ახალი ცოცხი კარგად გვის".

"მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ ჩვენ წინა მინისტრის მართვის კმაყოფილიც ვიყავით, რამეთუ ის საკითხები, რომელიც უშუალოდ უკვე მართვას ეხებოდა. აი, მაგალითად, პაციენტების ნაკადების მართვა, ეს წინა მინისტრის დროსაც იყო კარგად მართული, მაგრამ ბუნებრივია, რომ ახალი მინისტრისგან ყველა ელის რაღაც სიახლეს, ახალი ცოცხლი კარგად გვის, მითუმეტეს, რომ მინისტრს აქვს ძალიან კარგი ბექგრაუნდი მენეჯერის და ფინანისტის", — აღნიშნა მან.

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პრემიერმინისტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 დეკემბერს წარადგინა. წარდგენისას მან თქვა, რომ აზარაშვილი "უაღრესად წესიერი და განათლებული ადამიანია". ღარიბაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ის ექიმების ოჯახშია გაზრდილი და 5 შვილის მამაა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.