,,სამთო კურორტებზე განსაკუთრებულად მომატებულია ინფიცირების შემთხვევები“ -გიორგი ღიბრაძე
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დღეს დამატებითი რეგულაციების
დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებები არ მიუღია და მხოლოდ
რეკომენდაციები გასცა.
გიორგი ღიბრაძის განცხადებით ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო
კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები და
ამიტომ, საბჭოს რეკომენდაციაა, რომ კურორტზე მყოფმა დამსვენებლებმა
დაიცვან რეგულაციები, მათ შორის პირბადის ტარების წესი.