"ომიკრონი" - 148 შემთხვევა საქართველოში
საქართველოში ამ დროისთვის
„ომიკრონის“ 148 შემთხვევაა დადასტურებული.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
„3 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია
„ომიკრონის“ 148 შემთხვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების
3590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი.