საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13
441 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 181,
„პისიარ“-ტესტით –6 260.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:
დღიური – 5,92%, ბოლო 14 დღის – 5,49%, ბოლო 7 დღის – 5,67%.
ამავე პერიოდში კორონავირუსისგან კიდევ 3291 ადამიანი
გამოჯანმრთელდა.
საქართველოში „ომიკრონის“ 144 შემთხვევაა
დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.